ქობულეთში, 30 წლამდე კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ქობულეთში, 30 წლამდე კაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.