მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა

მეათე მოწვევის პარლამენტის წინაშე მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა და ახლა მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურულად, პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა, რის შემდეგაც განხილვის პროცესი კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.