რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩეს

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ისე დაასრულა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია.

ვერ ჩამოყალიბდა ფრაქციებიც და სხდომა ჩაიშალა, იმის გამო, რომ კვორუმი არ შედგა.

საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წამოაყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატი არ დააყენა. მათ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ გახარიას პარტიას, თუ მათთან გამართავენ კონსულტაციებს. ამის შემდგომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

ხელახალი კენჭისყრის დაწყებამდე კი, სხდომათა დარბაზი პარტია საქართველოსთვის წევრებმაც დატოვეს. საკრებულომ მეორე სხდომა ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს.

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს.

ქვეყნის საკრებულოებში მანდატები ათამდე პარტიამ მოიპოვა. მერის არჩევნებში 64-დან, მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს