თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ფედერაციები ქალი მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სპორტული ფედერაციები პირველი ქალი მინისტრის პირობებში, საქმიანი ურთიერთობებისას მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა ბადრი ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილის საკითხს ეხებოდა: ზურაბ დათუნაშვილი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, იმის გამო, რომ ის საკუთარ ქვეყანაში დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, იძულებული გახდა, წასულიყო და ახლა სერბეთის სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ჰქონდა თუ არა მინისტრს რაიმე მცდელობა, დაკავშირებოდა ამ სპორტსმენს? გაერკვია, რატომ მოხდა, რომ ის იძულებული გახდა, წასულიყო ჩვენი ქვეყნიდან? რამე თუ გააკეთა იმისათვის, რომ ის დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში? ასევე, ის სპორტსმენები, რომლებიც გამოდიან სხვა ქვეყნის სახელით და მოუპოვებენ მედლებს და ასახელებენ ამ ქვეყნებს. მინისტრმა რა გააკეთა ამასთან დაკავშირებით?“, - მიმართა ჯაფარიძემ მინისტრს.

„მე ვიცი, რომ ამ სპორტსმენს ჰქონდა შესაბამის ფედერაციასთან პრობლემა, რომელიც თუ სწორად ვიცი, მუშტი-კრივთან იყო დაკავშირებული და წყენის საფუძველზე მან, ბატონმა ზურამ, დატოვა ქვეყანა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს ბატონი ზურაბ დათუნაშვილი. ეს სამწუხაროა და აქ ჩართვის სახით ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ფედერაციები პირველი ქალი სპორტის მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ საქმიანი ურთიერთობისას“, - ამბობს თეა წულუკიანი.

ამასთან, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული, ასე მიმართა: ზურაბ დათუნაშვილი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, იმის გამო, რომ ის საკუთარ ქვეყანაში დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, იძულებული გახდა წასულიყო და ახლა სერბეთის სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მინისტრმა რა გააკეთა ამასთან დაკავშირებით?!

ცნობისთვის, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.