კახა კალაძე: პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ჯვარი, ჯერჯერობით, დარჩება, სანამ მერია ახალ პროექტს არ განახორიცელებს. კალაძის თქმით, პროექტი საპატრიარქოსთან ერთად დაიგეგმება.

"ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება". – თქვა კალაძემ.

ჯვარი რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს აღმართეს.