ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის ნერიმან ცინცაძის განცხადებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმის გამო შეწყდა, რომ კვორუმი არ შედგა. ამასთანავე, დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ საკრებულოს ზედიზედ რამდენიმე სხდომა ვერ გაიმართება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება.
„დღეს მქონდა განცდა ცოტა წინ წაწევის. იძულებული გავხდით სხდომა დაგვეხურა, რადგან კვორუმი არ შედგა. თუ ასე გაგრძელდა ორი, სამი სხდომა, ალბათ, ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ. ჩემთვის არის მისაღები ყველა საკითხი განხილული იყოს და კომპრომისამდე მივიდეს. არ შედგა კვორუმი და სხდომა დაიხურა", - განაცხადა ნერიმან ცინცაძემ.