თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრს: თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი, აფეთქებულია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა.

„მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მე მინდოდა კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას, სამაგიეროდ, თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი - აფეთქებულია! და ჩვენ ვართ თარიღი და თარიღია გელათი.

როგორც დღევანდელი პრეზიდენტი იტყოდა, ჯარი თურმე არ გვყავს, დიახ, ჩვენ ვართ დაგლეჯილი, ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ ვართ თარიღი. თქვენ ანადგურებთ თარიღებს! საყდრისი აღარ არსებობს! ჩემი თხოვნა, გინდაც მოთხოვნა, ვინაიდან საზოგადოება აღარ გენდობათ და ალბათ, ანგარიშვალდებულიც ხართ, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია არამხოლოდ კულტურის კომიტეტს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში არიან, არადა, პირიქით უნდა იყოს, უმაღლეს ორგანოს უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის მინისტრი, თორემ თქვენს დღევანდელ გამოსვლას ცოტა სხვაგვარად გააპროტესტებდნენ. ამიტომ მოგვაწოდეთ ხოლმე ზუსტი ანგარიში სად, როგორ განთავსდება და რა პირობებში, რა ელის საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს“, - მიმართა წულუკიანს ჩარკვიანმა.