ინტერპოლმა რუსეთს ჩეჩენ ოპოზიციონერზე ძებნის გამოცხადებაზე უარი უთხრა

ინტერპოლმა რუსეთს უარი უთხრა, ძებნა გამოეცხადებინა ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერზე. ტუმსო აბდურახმანოვი თავის ვიდეობლოგებში ადამიანის სისტემატურად საუბრობს უფლებების დარღვევასა და სხვა სამართალდარღვევებზე ჩეჩნეთის რეგიონში. ამის შესახებ აბდურახმანოვმა თავის იუთუბ არხზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ინტერპოლმა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია მასზე ძებნის გამოცხადება.

მედიის ცნობით, ბლოგერი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და ამჟამად შვედეთში ცხოვრობს.

რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო აღიძრა.