ლიზა იასკო: ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, სინამდვილეში ცუდადაა

"მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული", – ამის შესახებ უკაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს დასვენება სჭირდება.

„მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამ სამ დღეში ვნახე, რომ ის სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული. ექიმი არ ვარ და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სახეზე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინის დონე, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ მას ესაჭიროება დასვენება", - განაცხადა ლიზა იასკომ.