ნიკა მელია გამოკითხვაზე დაიბარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

საქმე ეხება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას. მელიას მოწმის სახით გამოკითხავენ.

"რეჟიმის პარანოია გრძელდება.სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე" გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.