"პასპორტი უვადო არ შეიძლება იყოს, მითუმეტეს როცა ახლა ახალი შტამების გავრცელების მხრივ სხვაგავარი სიტუაციაა", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, უვადო პასპორტთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გადაიხედოს.
"ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება, იყოს პასპორტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.