ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთოს გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს (STOCKHOLM “QUADRIGA” STATEMENT: OUR COMMITMENTS, OUR SECURITY, OUR OSCE).
დოკუმენტში ე.წ. „ოთხეულმა“ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო.
„ოთხეული”, ეუთოს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მილაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე, ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე -ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პორთა დაბრუნება - პროგრესის საჭიროება.
დოკუმენტში „ოთხეული“ ასევე მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ოთხეულის“ განცხადება არის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, რომელსაც ეუთოს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.