თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და DIBS-ის კვალიფიკაციასა და პროდუქტიულობას გაუსვა ხაზი.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს თავდაცვის იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და თავდაცვის ატაშე ეტორე გაგლიარდი დაესწრნენ.