ცნობილმა უელსელმა არბიტრმა, ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა და სანაკრებო შეხვედრებზე აღარ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ოუენსმა, „ტვიტერზე“ გაავრცელა.
ოუენსმა გასულ თვეში, მე-100 საერთაშორისო შეხვედრაზე, „შემოდგომის ერთა თასზე“, საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე იმსაჯა. აღნიშნული თამაში უელსელი რეფერის საერთაშორისო კარიერაში ბოლო იქნება.
ოუენსი 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო და როგორც აცხადებს, კვლავ იმუშავებს „პრო 14“-ისა (PRO14) და უელსის შიდა ჩემპიონატის მატჩებზე.
49 წლის არბიტრის საერთაშორისო დებიუტი 2003 წელს, „ბორჯღალოსნების“ თამაშზე შედგა, როცა საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა.
With a heavy heart, the time has come to hang up the whistle and boots at international level. I owe more to rugby than rugby will ever owe to me. Thank you for all the support over the many years. 🏉🏴☺️Diolch o galon a hwyl fawr. https://t.co/230HqhLswL
— Nigel Owens MBE (@Nigelrefowens) December 11, 2020