ბელარუსი იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი მის ტერიტორიაზე შევიდა

ბელარუსის სასაზღვრო დაცვამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ვერტმფრენი ერთ კილომეტრამდე შევიდა ბელარუსის ტერიტორიაზე.

ბელარუსის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თქმით, საზღვრის გადმოკვეთა მოხდა სამხედრო წვრთნის დროს.

უკრაინის ხელისუფლებას ბელარუსის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.