„კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერი აცხადებს, რომ საკლუბო ბიზნესი აღარ უნდა გაჩერდეს.
„კლუბებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ, იმიტომ რომ ისინი ძალიან მოწესრიგებულები არიან და კონტროლის რეალური შესაძლებლობა აქვთ, ისე ვერ შევა ვერც ერთი ადამიანი, თუ არ ექნება მწვანე პასპორტი. ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს გაჩერების შესაძლებლობას არ მივცემთ და ადამიანებსაც კლუბში მისვლისა და გართობის შესაძლებლობა მიეცემათ“, - განაცხადა თბილისის მერმა BM.ge-სთან.
21 თვეა, კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულები არიან.
მოლაპარაკებებს მთავრობასთან უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ჩატარდა საპილოტე წვეულებებიც, სადაც რეგულაციების დაცვის პირობებში ვირუსის დადებითობის მაჩვენელი მხოლოდ 0.5%-ი იყო.