საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3410 ადამიანი დაინფიცირდა, 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4732 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, მათ შორის 20 679 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 035 PCR ტესტით.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 865 293-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%, ბოლო 14 დღის - 8.63% ხოლო 7 დღის - 8.33%.
3 410 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა - 157, იმერეთი - 776, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 210, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245, კახეთი - 182, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 327, საიდანაც 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309. ამ ეტაპზე 1 583 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 590, აჭარაში - 103, იმერეთში - 500.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 41, იმერეთში - 34.
1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში. 38 627 კოვიდინფიცირებული სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.