საქართველოში კოვიდვაქცინის მესამე დოზით 13 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზით აცრილია 13 130 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მათგან ყველაზე მეტი, 3 319 ადამიანი ვაქცინირებულია 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან არის შესაძლებელი.

5 დეკემბერის მონაცემების, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 234 180 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 196 371 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.1%.

სრულად ვაქცინირებულია 1 017 374 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6%.

4 დეკემბერს აიცრა 7 413 ადამიანი.