ამერიკის ელჩი: მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს ეს პოზიცია, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, ელჩის თქმით, ეს რთული ასახსნელია.

„როგორც ადრე აღვნიშნეთ, იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს დაჩქარება და ასე არ ხდება. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების განმავლობაში და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად, ეს რთული ასახსნელია.

ასევე გასათვალისიწნებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე:

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე: მიუკერძოებელი სასამართლო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია

აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს

პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია