სერგეი ლავროვი: უკრაინა არ აპირებს, საკუთარი ნებით დაიცვას მინსკის შეთანხმებები, ამიტომ საჭიროა მისი იძულება

„უკრაინა არ აპირებს, საკუთარი ნებით დაიცვას მინსკის შეთანხმებები, ამიტომ საჭიროა მისი იძულება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „Russia 1“-ის ეთერში გააკეთა.

„თუ უკრაინას საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან დავტოვებთ, რა თქმა უნდა, ის არაფერს გააკეთებს. ის უნდა აიძულო. სწორედ ამიტომ შეიქმნა ნორმანდიული ფორმატი, მაგრამ ბერლინი და პარიზი კვლავ უგულვებელყოფენ ვალდებულებებს. ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.