USAID-ი საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერს მრავალი პროგრამით, ჩვენ ასევე მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმას და კანონის უზენაესობას საქართველოში“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. როგორც პიტერ ვიბლერმა Europetime-ს განუცხადა, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
„მაგალითად, დღეს ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ახალგაზდა მეწარმეებს, მცირე ბიზნესის განვითარებას. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას აქ, საქართველოში. ეს აუცილებელი იმპულსია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, USAID-ი საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას ასევე მხარს უჭერს მრავალი პროგრამით, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ადგილობრივი მმმართველობის მხარდაჭერის და სხვა გზით. ჩვენ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმას და კანონის უზენაესობას საქართველოში“, - განუცხადა პიტერ ვიბლერმა Europetime-ს.
USAID-ის მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის შეფასებით, კანონის უზენაესობა საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიის და სოციალური განვითარების საფუძველია.
ცნობისთვის, 5 დეკემბერს, თბილისში, დედაენის პარკში ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვაში 100 მეწარმე მონაწილეობდა. ქართველ მეწარმეებს USAID-ის მხარდაჭერით აქვთ შესაძლებლობა, შექმნან წარმატებული ბიზნესი და ახალი სამუშაო ადგილები. გამოფენას აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ.
USAID-ი საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება განხორციელდა. აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფს 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას.
USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.