ფინეთის ელჩი: სამხრეთ კავკასია თურქეთთან და ცენტრალურ აზიასთან ერთად მნიშვნელოვან ბაზრად იქცევა

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის გახსნილი ახალი ტენდენციები და თანამშრომლობის შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა, ბიზნეს ფორუმზე - „ცენტრალური ბალტია-აზერბაიჯანი“ განაცხადა.


„რეგიონული თანამშრომლობა ჩემი დღის წესრიგის არსია. ამიტომ, გახსნილი ახალი ტენდენციები და შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. მე ბევრ ფინელ მეწარმესთან მისაუბრია და ყველა აღნიშნავს:რეგიონის სამივე ქვეყანა ცალ-ცალკე ძალიან პატარაა, როგორც ბაზარი. მაგრამ თუ რეგიონს თურქეთთან ერთად განვიხილავთ - უკვე არსებობს სერიოზული პოტენციალი.


თუ თანამშრომლობას გავაფართოვებთ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც კასპიის ზღვის მეორე მხარეს მდებარეობს, საუბარი კიდევ უფრო ფართო გახდება. სწორედ ეს არის ევროკავშირის დაკავშირების პროგრამების მნიშვნელობა,“ - აღნიშნა ელჩმა.


კირსტი ნარინენმა აღნიშნა, რომ LEF Azerbaijan პროექტი განსაკუთრებით ღირებული გახდა, რადგან მან გააერთიანა ადამიანები და შექმნა საფუძველი გრძელვადიანი ურთიერთქმედებისთვის. „სინამდვილეში, ეს არ არის ბიზნესები, არც კომპანიები, არც სამინისტროები და არც სავაჭრო-სამრეწველო პალატები, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან შედეგებს.


„ამ მეგობრული კავშირების გაგრძელება, რომელსაც დღეს ამ ოთახში ვხედავთ და ვგრძნობთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - როგორც რეგიონისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის, ფინელებისთვის, ესტონელებისთვის და ლატვიელებისთვის,“ - აღნიშნა დიპლომატმა.