„შეწყვიტეთ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვა და მისი კვალიფიკაციის ეჭქვეშ დაყენება. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებთ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ Twitter-ზე დაწერა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა, რომ ის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის.
ირაკლი კობახიძის განცხადებას, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.