Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 855 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 234 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 855 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 445 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 410 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის - 8.56% ხოლო 7 დღის - 8.13%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830-მდე.
ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც:
6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 332.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 104, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 39, იმერეთში - 32.
1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 257 - აჭარაში.
37 232 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.