რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“.
დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში COVID19-ის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება.
„ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის. ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ არ არის დაფიქსირებული ასეთი ფაქტი. „ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან „ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის", - განაცხადა ტაბიძემ.