რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „რესპუბლიკის პრეზიდენტის“ 2006 და 2019 წლების განკარგულებებით, „საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სფეროში“ და სავალდებულოა, რომ მასთან შეთანხმდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეალიზაციისთვის დაგეგმილი პროგრამები“.