ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, თუ 2012 წლის პირველ სამ კვარტალში (იანვარ-სექტემბერი) საქართველოდან აშშ-ში იმპორტირებული იყო 627 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, 2021 წლის იმავე, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, იმპორტირებულია 3,268 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 17,95%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია“ (AAWE) ავრცელებს.
მათივე ცნობით, აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3,93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.