ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე, მეწყერმა მთის კალთა ჩამოშალა, რამაც მესტია-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ​სოფელ ბარჯასთან ​ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია.

უსაფრთხოებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იცავს, ხოლო აღდგენით სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ასრულებს. სტიქიის ზონაში იმყოფება წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გზის ნაწილი სავარაუდოდ, გამთენიისას გაიხსნება.