შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში, პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თამაშებზე ოფიციალური დელეგაცია არ გაიგზავნება ჩინეთის ადამიანის უფლებების შესახებ შეშფოთების გამო.
მაგრამ აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სპორტსმენებს შეუძლიათ, დაესწრონ თამაშებს და მათ ექნებათ მთავრობის სრული მხარდაჭერა.
ჩინეთმა ადრე განაცხადა, რომ ბოიკოტის შემთხვევაში კონტრ ზომებს მიიღებდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეს განაცხადა, რომ თამაშების დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავდა.
დემოკრატმა და რესპუბლიკელმა დეპუტატებმა ბოიკოტისკენ მოუწოდეს, რასაც ისინი ჩინეთის ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის საშუალებად განიხილავენ.
შეერთებულმა შტატებმა უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. დაძაბულობა ასევე გაიზარდა იმის გამო, თუ როგორ მოქმედებდა ჩინეთი ჰონგ-კონგში თავისუფალი პოლიტიკური აქტივობების ჩახშობის მიზნით.