აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.
ამერიკის წამყვანმა მეცნიერმა ენტონი ფაუჩიმ 7 დეკემბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, კვირები დასჭირდება კორონავირუსის ახალი ვარიანტის ომიკრონის შეფასებას, წინასწარ შეიძლება ვარაუდი, რომ ის შესაძლოა, „დელტა“ შტამზე მსუბუქი იყოს და არ იწვევდეს მძიმე შემთხვევებს.
AFP-თან საუბრისას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა განაცხადა, რომ ახალი ვარიანტი აშკარად ძალიან გადამდებია, სავარაუდოდ, ამჟამად დომინანტურ შტამ „დელტაზე“ მეტად გადამებიც.
ეპიდემიოლოგიური მონაცემების მთელი მსოფლიოდან ასევე მიუთითებს, რომ რეინფიცირების რისკები უფრო მაღალია „ომიკრონის“ შემთხვევაში.
„არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება ნაკლებად მძიმეც კი იყოს, რადგან როდესაც აკვირდებიან ზოგიერთ ჯგუფს სამხრეთ აფრიკაში, თანაფარდობა ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობას შორის უფრო ნაკლებია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ამ მონაცემების ზედმეტად ინტერპრეტაცია, რადგან პოპულაციები, რომლებსაც აკვირდებოდნენ, ახალგაზრდებისგან შედგებოდა, ჰოსპიტალიზაციის ალბათობა კი ნაკლები იყო.