27 დეკემბრამდე, ნიუ-იორკში კოვიდვაქცინით ყველა დასაქმებული უნდა აიცრას

ყველა ნიუ-იორკელს დასჭირდება ვაქცინაცია, თუ მათ სურთ სამსახურში წასვლა, განაცხადა ქალაქის მერმა.

„ომიკრონი“ ახალი ფაქტორია, ჩვენ გვაქვს უფრო ცივი ამინდი, რომელიც ნამდვილად შექმნის ახალ გამოწვევებს „დელტა“ ვარიანტით, ჩვენ გვაქვს სადღესასწაულო შეკრებები”, - განაცხადა მერმა ბილ დი ბლაზიომ.

ნიუ-იორკი იქნება აშშ-ის პირველი ქალაქი, რომელიც კერძო სექტორის მუშაკებს ვაქცინაციას დაავალებს, რაც გავლენას მოახდენს დაახლოებით 184,000 ბიზნესზე. საჯარო სექტორის მუშაკებისთვის მანდატორულ ვაქცინაციას, რომელიც ძალაში შევიდა ამ შემოდგომაზე, ხმაურიანი წინააღმდეგობა მოჰყვა და აიძულა ზოგიერთი თანამშრომელი, დაეტოვებინა სამსახური. თუმცა, ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზარდა.