საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 130 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 091 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის - 8.31% ხოლო 7 დღის - 7.96%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 817 963.

ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 790 შემთხვევა, აჭარა - 205, იმერეთი - 635, ქვემო ქართლი - 250, შიდა ქართლი - 366, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 169, მცხეთა-მთიანეთი - 92, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 298 საიდანაც: 6 371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 508, აჭარაში - 528, იმერეთში - 1 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 600 პირი, მათ შორის, თბილისში - 601, აჭარაში - 129, იმერეთში - 483. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 ადამიანი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 36, იმერეთში - 32. 1 189 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 312 - აჭარაში. 37 738 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებშია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 809 ადამიანი.