კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე წერს.
ადამ კინზინგერის თქმით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
„კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, მათთვის უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა. საქართველოს 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - წერს ადამ კინზინგერი Twitter-ზე.
ამავე თემაზე: