ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩია. BBC-ის ცნობით, ოლაფ შოლცის კანდიდატურას 395-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

63 წლის ოლაფ შოლცი მოგვიანებით დადებს ფიცს ქვეყნის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წინაშე და ოფიციალურად შეუდგება ოთხწლიანი უფლებამოსილების შესრულებას.

ცნობისთვის, გერმანიის ახალი მმართველი კოალიციის წევრებმა კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამის დოკუმენტს ბერლინში, მომავალმა კანცლერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ოლაფ შოლცმა, პარტია „კავშირი 90-მწვანეების“ ლიდერმა, მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და მომავალმა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს ხელი.

ამავე თემაზე:

ბერლინში ანგელა მერკელის გაცილების ცერემონია გაიმართა