ჯანმო: არსებულმა ვაქცინებმა „ომიკრონით“ ინფიცირებულები მძიმე დაავადებისგან უნდა დაიცვან

„უაღრესად ეფექტური ვაქცინები გვაქვს, რომელიც ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა, მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არ არსებობს საფუძველი, რომ ასე არ იქნება „ომიკრონის“ ვარიანტის შემთხვევაში“, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა. იუწყება BBC.

სპეციალისტის თქმით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ დაავადების უფრო მძიმე ფორმას არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამები.

ენტონი ფაუჩის თქმით, „ომიკრონი“ შესაძლოა, „დელტა“ შტამზე მსუბუქი იყოს და მძიმე შემთხვევებს არ იწვევდეს.