მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის მონაწილეები პრეზიდენტს შეხვედრისთვის ვადას 15:00 საათამდე აძლევენ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პლატფორმის და ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისტორიული შანსი აქვს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეცვალოს და ეროვნულ შერიგებაზე დაიწყოს საუბარი.