ვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს აგურით ნაშენები ხიდი, რომელიც სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, ირანიდან მომავალი "საქარავნო გზის" შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდი შემთხვევით ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა.
ამასთან, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ახლა წერილს ამზადებს, რომლითაც კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს შემდგომი სამუშაოებისთვის დახმარებას სთხოვს.