"არ ვაპირებ გადადგომას", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კობა გვენეტაძის თქმით, ამ საკითხზე მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
„რაც შეეხება კითხვას ანაკლიასთან დაკავშირებით, არანაირი პასუხისმგებლობა არ მაქვს ამაზე და არანაირი როლი არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ეს პროექტი არ განხორციელდა. ეს თქვენი შეფასებაა და უფლება გაქვთ თქვენი შეფასება გქონდეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვით მიმართა, თუ როდის აპირებდა ის გადადგომას.
"ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. ბადრი ჯაფარიძემ გვენეტაძეს ჰკითხა, როდის აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა ჯაფარიძემ.