რუსთავში Сovid 19-ით  60 წელს გადაცილებული დები გარდაიცვალნენ

რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში 60 წელს გადაცილებული დები კორონავირუსით გარდაიცვალნენ.

ექიმების განმარტებით, დებს განსაკუთრებული მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ვირუსმა სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დების გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით,რუსთავის თეატრის ტექნიკური რეჟისორი 63 წლის ნაილი და მისი და ნანა იაშაგაშვილი ნოემბრის თვეში დაინფიცირდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით ერთსადაიმავე დღეს გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგ მაია რაზმაძის ცნობით, იაშაგაშვილები კოვიდ19-ით ერთმანეთისგან დაინფიცირდნენ. დღემდე რუსთავის საავადმყოფოშია მოთავსებულია ერთ-ერთი დის მეუღლე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს ერთ-ერთი დის მეუღლე.