უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საუბარს, რომლის დროსაც ერთ-ერთი მთავარი თემა დონბასსა და უკრაინის საზღვრებთან არსებული ვითარება იყო, დადებითად აფასებს.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი პლენკოვიჩთან კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიის კითხვების საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების დეტალებზე კომენტარს ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 9 დეკემბერს არის დაგეგმილი.
„მჯერა, უკრაინის გამარჯვებაა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას და ჩვენ ვსარგებლობდით ორპარტიული მხარდაჭერით. მაგრამ, რაც მთავარია, ახლა ვხედავთ, რომ არსებობს პრეზიდენტ ბაიდენის პირადი რეაქცია და როლი ამ კონფლიქტის, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ომის დარეგულირებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს, რათა დონბასში ომი რაც შეიძლება მალე შეწყდეს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები კი დაბრუნდეს.
ამავე თემაზე