ვოლოდიმირ ზელენსკი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოცხადებისთვის. სანდო პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.

ამავე თემაზ

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა