ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ბოდიში მოიხადა, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, კლუბში წავიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
6 დეკემბერს, საღამოს, სანა მარინიმ სახლი დატოვა, თუმცა მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
თავდაპირველად მას უთხრეს, რომ არ სჭირდებოდა იზოლაცია, რადგან სრულად იყო აცრილი, მაგრამ მოგვიანებით გამოტოვა შეტყობინება, რომელშიც სწორედ იზოლაციას ურჩევდნენ.
36 წლის სოციალ-დემოკრატიულმა პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ტექსტური შეტყობინება მას გაეგზავნა სამუშაო ტელეფონზე, რომელიც სახლში დატოვა და როდესაც კვირას, ტექსტი ნახა, სასწრაფოდ მოითხოვა კოვიდტესტირება, რის შემდეგაც კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფინეთის პრეიერმა აღნიშნა, რომ უნდა გადაემოწმებინა მითითებები და უკეთესად შეეფასებინა სიტუაცია.