საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 54 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 145 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 879 368-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის - 8.22% ხოლო 7 დღის - 7.91%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652 საიდანაც: 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 ადამიანი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32. 1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 - თბილისში, 279 - აჭარაში. 37 188 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.