ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.