საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობას პარტია „ქართული ოცნებიდან“ განაგრძობს.

მას ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

„სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, განვლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან, ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები. ვთვლით, რომ იმ პროექტების, რომლებიც დაიწყო და განხორციელდა, გარკვეული განვითარების ეტაპი უკვე დაიხურა და ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.