დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების 50 შემთხვევა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1744 მიაღწია.
ვებ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 24 საათში 3780 პაციენტი გამოჯანმრთელდა . გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 154 241 . სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6817 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1012, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3227.
დადასტურებულმა ახალმა შემთხვევებმა დღეს 3907-ს მიაღწია. აქედან 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 187 006 ადამიანი დაინფიცირდა.