იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადების საპასუხოდ ითხოვს, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაასახელოს, რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც მმართველმა გუნდმა განახორციელა.
ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.
„ვისურვებდი, რომ კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონკრეტული ნორმა დასახელდეს, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელ საერთაშორისო აქტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინაღმდეგება? თუ ასეთი დასახელდება, შეგვიძლია, შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ზოგადი ფრაზებით მე დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, ვიდრე პასუხს არ მოვისმენ, რას გულისხმობენ, რომელ კონკრეტულ საერთაშორისო აქტს ეწინააღმდეგება. საკითხი არის შემდეგნაირად - როცა რაღაცას აკრიტიკებ, ეს კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს. ჩემი ინტერესია, ადამიანმა, რომელიც აკეთებს ასეთ განცხადებას, დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტი, რომელს ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამავე თემაზე:
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.