საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის - 8.06% ხოლო 7 დღის - 7.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა - 148, იმერეთი - 543, ქვემო ქართლი - 226, შიდა ქართლი - 280, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 723 საიდანაც: 6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 555 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 606, აჭარაში - 122, იმერეთში - 457. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პაციენტი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 172 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 745 - თბილისში, 255 - აჭარაში. 37 285 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 574 ადამიანი.