კელი დეგნანის თქმით, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ღირებულებაა

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ღირებულებაა.

საელჩომ ელჩის კომენტარი გაავრცელა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას მიეძღვნა.

„ადამიანის უფლებათა დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება აღინიშნება. ეს დღე განსაკუთრებულია ამერიკელებისთვის, რადგან შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელიც დაეფუძნა რწმენას, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად და მათ შემოქმედმა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები მიანიჭა.

ამერიკის პირველი ლედისა და დეკლარაციის შემდგენელი კომიტეტის წევრის, ელეონორ რუზველტის მოწვევით ჩატარდა გაეროს კონფერენცია, რომელმაც 1948 წლის დეკლარაცია შეიმუშავა. ადამიანის უფლებათა დღეს, რომელიც 1950 წელს დაარსდა, შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება დეკლარაციაში მოცემულ ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზეიმობს და პატივს მიაგებს მათ, ვინც ამ უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაზე მუშაობს.

ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა და დაცვა შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანაზიარი ღირებულებაა. აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა, ევან ელიოტმა და საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილე თამარ გვარამაძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აშშ-სა და საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს და განიხილეს ძალისხმევა, რომელიც ამ მხრივ წამოჭრილი გამოწვევების დასაძლევად იქნა გაწეული“, - აღნიშნული აშშ-ის საელჩოს ტექსტში.