ამერიკის საელჩო: კელი დეგნანი მის უწმინდესობას აღსაყდრების მოახლოებული იუბილის მისალოცად ესტუმრა

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მის უწმინდესობა ილია მეორეს აღსაყდრების მოახლოებული იუბილის მისალოცად ესტუმრა. ამერიკის საელჩოს ცნობოთ, მათ განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

ასევე, ელჩმა დეგნანმა მის უწმინდესობას აშშ-ის დაფინანსებით მიმდინარე ჯვრის მონასტრის შენარჩუნებისა და დაცვის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პატრიარქმა ამერიკის ელჩს უმასპინძლა